პოპულარული პროცედურები
ჰედონე – ეს არის ადგილი, რომელიც ყველა სალონურ პროცედურას ერთ სივრცეში აერთიანებს. განიტვირთეთ და გამოსცადეთ სერვისები რომელიც თქვენს გონებას, სხეულსა და სულს ჰარმონიაში მოიყვანს.
ზღვის წყლის თერაპია
აბაზანა ზღვის მარილით, რასაც მოსდევს შეფუთვა გერანდის ტალახით ან მწვანე თიხით, შემდეგ კი სხეულის სარელაქსაციო მასაჟი.
ღვინის თერაპია
ღვინის აბაზანა, რასაც მოსდევს სკრაბირება დარიჩინით, სახის დატენიანება შესაბამისი ნიღბით და სხეულისა და სახის არომა-მასაჟი ყურძნის წიპწის ზეთით.
ჰიდრო ვაკუუმ მასაჟი
პროცედურა, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს სხეულის მოდელირებას, ასტმულირებს ლიმფურ და ვენურ ცირკულაციასა და აუმჯობესებს ნერვულ და კუნთოვან სისტემას.
ღრმა ქსოვილოვანი მასაჟი
წერტილოვანი მასაჟი, რომლის დროსაც მუშავდება კუნთის ღრმა ქსოვილები. პროცედურის შედეგად, ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, იხსნება კუნთების დაძაბულობა და ტკივილი.
სარელაქსაციო მასაჟი
დამამშვიდებელი და მოსადუნებელი ეფექტის მქონე მასაჟი, რომლის დროსაც იმატებს ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგია, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ძლიერდება ნერვული იმპულსების გადაცემა.
სარელაქსაციო მასაჟი 4 ხელში
ორი სპეციალისტის მიერ ზუსტ სინქრონში შესრულებული მოსადუნებელი პროცედურა, რომელიც ორმაგ ეფექტსა და სიამოვნებას გპირდებათ.
ლიფტ სამამი
პროცედურა, რომელიც სახესა და დეკოლტეს მოიცავს. ის აერთიანებს პილინგს, ლიფტინგ მასაჟსა და მატონიზირებელ ნიღაბს.
„ოქროს ბრწყინვალება“
გამომაცოცხლებელი და მინერალიზაციის მოქმედების ნიღაბი, რომელიც დამზადებულია 24 კარატიანი ოქროს ფხვნილის, მინერალებისა და წყალმცენარეების ექსტრაქტისგან.
ინექციები
ჰედონეში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ინექციები, მათ შორის ტუჩის შემავსებლები, ბუსტერები, ბიორევიტალიზაცია, ლიპოლიტიკი, ბოტულინოთერაპია, მეზოთერაპია და სხვა.
ფრჩხილის მოვლა
ჰედონეს ფრჩხილის მოვლის კაბინეტში ჰიგიენის სრული სტანდარტის დაცვით შეგიძლიათ ესთეტიკური მანიკურ-პედიკური გაიკეთოთ. მრავალფეროვან პროცედურებს შორისაა ფრჩხილის დაგრძელება, ფრენჩი, დიზაინი, შილაქი, პარაფინი და მრავალი სხვ.
თმის მოვლა
ჰედონეს თმის მოვლის კაბინეტში ნებისმიერი პროცედურის ჩატარებას შეძლებთ. მათ შორის: თმის შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა, მელირება, ტონირება თუ ვარცხნილობა.
ლაზერული ეპილაცია
ჩვენთან მე-6 თაობის ოთხსხივიანი გერმანული აპარატი 𝘼𝙨𝙘𝙡𝙚𝙥𝙞𝙤𝙣 𝙈𝙚𝘿𝙞𝙤𝙎𝙩𝙖𝙧 𝙈𝙤𝙣𝙤𝙡𝙞𝙩𝙝 დაგხვდებათ. 360 გრადუსიანი მოყინვის სისტემის წყალობით ლაზერული ეპილაცია სრულიად უმტკივნეულო და კომფორტულია.