ჰედონეში შექმნილი თერაპიები

ხის მაგიური თერაპია

გამაჯანსაღებელი სახლი ჰედონე საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ქალაქშივე უნდა შეიგრძნოს კავშირი ბუნებასთან, აღიდგინოს ძალები და დატკბეს მრავალფეროვანი სერვისებით.

პილინგ მასაჟი

დაასაჩუქრეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანები ჰედონეს მრავალფეროვანი სერვისებით. გაუზიარეთ მათ ბედნიერებისა და ჰარმონიის საათები, სადაც ჰედონეს სპეციალისტები გზას ფიზიკური კეთილდღეობისკენ გაუკვალავენ.

შეფუთვა

სხეულის შეფუთვა ტალახითა ან მინერალური წყლის ან ზღვის წყალ-მცენარეებით.

ღვინის თერაპია

ვაზის სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრი თქმულა. ისიამოვნეთ ღვინის სასარგებლო და ამავდროულად სასიამოვნო პროცედურით, რომელიც საუკეთესო ანტი-სტრესული, დეტოქს თერაპიაა. შლაკებისა და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნის მიღმა, ღვინის ექსტრაქტით გაჯერებული აბაზანა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ატენიანებს და არბილებს კანს. ღვინის აბაზანას მოსდევს სკრაბირება დარიჩინით, სახის დატენიანება შესაბამისი ნიღბით და სხეულისა და სახის არომა-მასაჟი ყურძნის წიპწის ზეთით.

ზღვის წყლის თერაპია

აბაზანა ზღვის მარილით, რასაც მოსდევს შეფუთვა გერანდის ტალახით ან მწვანე თიხით, დამამშვიდებელი პროცედურა სხეულის სარელაქსაციო მასაჟით სრულდება.

სხეულის მკვებავი თერაპია

პროცედურა იწყება სარელაქსაციო მასაჟით, რასაც თან სდევს სხეულის პილინგი კანის დარბილებისთვისა და მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. თერაპია სრულდება შეფუთვით, რაც ხელს უწყობს კანის რეგენერაციასა და მის დატენიანებას.

სხეულის გამაჯანსაღებელი თერაპია

ანტი-ცელულიტური და შვედური მასაჟის კომბინაცია, რასაც თან სდევს სახის ლიფტინგ პროცედურა. თერაპიის მიზანია სხეული მოიყვანოს ტონუსში და  შეამციროს ცელულიტი.

წყლის რელაქს-თერაპია

თერაპია იწყება ჰიდრო ვაკუუმ მასაჟით, პროცედურით, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს სხეულის მოდელირებას, ასტიმულირებს ლიმფურ და ვენურ ცირკულაციასა და აუმჯობესებს ნერვულ და კუნთოვან სისტემას. სრულდება ხელით შესრულებული სარელაქსაციო მასაჟით.