სხეულის მასაჟი

მასაჟი

ჰედონეს გუნდი მოხარულია სტუმრებს მრავალფეროვანი სერვისებით უმასპინძლოს. ჩვენი სპა 40-ზე მეტი სახეობის მასაჟს მოიცავს. მათ შორისაა როგორც სარელაქსაციო, ასევე სამედიცინო/სამკურნალო და ანტი-ცელულიტური თერაპიები. ჩვენ ზღაპრულ პროცედურებს შორისაა: ღვინის აბაზანა, შეფუთვა სპეციალური ტალახით, არომათერაპია, ცხელი ქვების თერაპია, საკორექციო თუ შვედური მასაჟები. ჩვენი გამწვანებული სივრცე და მზრუნველი თანამშრომლები მოუთმენლად ელიან სტუმრებთან შეხვედრას.
https://hedonewellness.com/wp-content/uploads/2023/11/IMG_9503-min.jpg
https://hedonewellness.com/wp-content/uploads/2023/11/Floral_02.svg

სპა - პაკეტები

გაჯანსაღების პროცესი ყველასათვის ერთნაირი არ არის. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ, თქვენზე მორგებულ გამაჯანსაღებელ პაკეტებს, რომლებიც შეესაბამება თქვენს პირად საჭიროებებს. თუ გსურთ შეიმციროთ სტრესი ან გაიუმჯობესოთ თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა, ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან შეიმუშაოთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გეგმა, თქვენი მიზნების განხორციელებისთვის.

https://hedonewellness.com/wp-content/uploads/2023/11/Floral_03.svg

კონსულტაცია

გარკვეული პროცედურებისთვის, მათ შორის კონკრეტული მასაჟებისთვის, აუცილებელია სპეციალისტმა გაიგოს ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თქვენზე მორგებული და უსაფრთხო მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად, პროცედურამდე სპეციალისტები მოკლე კონსულტაციას გაგიწევენ.

https://hedonewellness.com/wp-content/uploads/2023/11/Floral_05.svg

მრავალფეროვნება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე მოსულ სტუმრებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი სერვისები თუ თერაპიები, რათა ყოველი ვიზიტი ჩვენთან ასოცირდებოდეს ახალ თავგადასავალთან ჰარმონიის სამყაროში.

https://hedonewellness.com/wp-content/uploads/2024/05/2-ფოტო-min-scaled-1.jpg
https://hedonewellness.com/wp-content/uploads/2023/11/Floral_04.svg

სხეულის მკვებავი თერაპია

პროცედურა იწყება სარელაქსაციო მასაჟით, რასაც თან სდევს სხეულის პილინგი კანის დარბილებისთვისა და მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. თერაპია სრულდება შეფუთვით, რაც ხელს უწყობს კანის რეგენერაციასა და მის დატენიანებას.

https://hedonewellness.com/wp-content/uploads/2024/05/WhatsApp-Image-2024-04-30-at-12.10.55.jpeg
https://hedonewellness.com/wp-content/uploads/2023/11/Floral_09.svg

ანტი-ცელულიტური მასაჟი

ანტიცელულიტური მასაჟი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს კანქვეშა ქსოვილებში. ჰედონეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პაკეტს ქმნიან, რომელიც მინიმუმ 10-12 პროცედურას აერთიანებს. ჩვენი მიზანია, სურვილისამებრ, სტუმრებს არა მხოლოდ ცელულიტის გაქრობაში, არამედ, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში შევუწყოთ ხელი.