კოსმეტოლოგია
აღიარებული ბრენდები
ჰედონეს კოსმეტოლოგიის კაბინეტში მსოფლიოში აღიარებულ ესპანურ (Casmara) და ფრანგულ (Guinot) ბრენდებს შეხვდებით. ჩვენი ექიმი-კოსმეტოლოგი საჭიროების მიხედვით გეგმავს ვიზიტის მიმდინარეობასა და აფასებს სახის კანის მდგომარეობას. ამის შემდეგ იწყება კანზე ზრუნვისა და მისი გაჯანსაღების პროცესი.
მანუალური და აპარატურული კოსმეტოლოგია
ჰედონეს კოსმეტოლოგიის კაბინეტი სახის კანის გაუმჯობესების ჰოლისტურ მიდგომას გთავაზობთ, რაც საჭიროების მიხედვით, როგორც მანუალურ, ასევე აპარატურულ ჩარევასაც მოიცავს.
ექიმი - კოსმეტოლოგი
ჰედონეს გუნდი იაზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის გარეგნობაზე იმუშაოს მხოლოდ ლიცენზირებულმა და გამოცდილმა სპეციალისტმა. ამიტომ, ამაყი ვართ, რომ წარმოგიდგენთ ექიმ-კოსმეტოლოგებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება და მრავალწლიანი გამოცდილება სწორედ სამედიცინო სფეროში აქვთ მიღებული.
ლიფტ სამამი
პროცედურა, რომელიც სახესა და დეკოლტეს მოიცავს. ის აერთიანებს პილინგს, ლიფტინგ მასაჟსა და მატონიზირებელ ნიღაბს. 50 წუთიანი პროცედურის შედეგად, სახის კანს ეძლევა „ლიფტინგ“ ეფექტი, არის პრიალა და დატენიანებული.
„ოქროს ბრწყინვალება“
გამომაცოცხლებელი და მინერალიზაციის მოქმედების ნიღაბი, რომელიც დამზადებულია 24 კარატიანი ოქროს ფხვნილის, მინერალებისა და წყალმცენარეების ექსტრაქტისგან. აქვს გამამკვრივებელი ეფექტი. ხელს უწყობს კანის სტრუქტურის გაძლიერებას, კვებავს და აცოცხლებს სახის კანსა და ანიჭებს მას ბუნებრივ ბზინვარებას. ამასთანავე, აქვს გაგრილების ეფექტი.
პრემიუმ სერვისები
ინექციები
ჩვენი სრულყოფილებისადმი სწრაფვა ვლინდება ისეთი ცნობილი ბრენდების შერჩევაში, როგორიცაა Juvederm, Dysport, RRS, Viscoderm და ა.შ. ეს ბრენდები ცნობილია მათი სანდოობითა და დადასტურებული შედეგებით, რაც ხელს უწყობს ჩვენი ინექციის პროცედურების წარმატებას.
ღრმა წმენდა
მრავალ - ეტაპიანი პროცედურა, რომელშიც შედის დემაკიაჟი, კომედონების დარბილება, ულტრაბგერა, ნიღაბი და სხვა საფეხურები, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს კანის გაწმენდას, დარბილებასა და გაჯანსაღებას.
ასაკის საწინააღმდეგო პროგრამა
გამომდინარე იქიდან, რომ საჭიროებები ინდივიდუალურია, კონსულტაციისას დგინდება სტუმრის სურვილი, ექიმი-კოსმეტოლოგი ნიშნავს კონკრეტულ მკურნალობას და იწყება მზადება პროგრამის სისრულეში მოსაყვანად.
ქიმიური პილინგი
ვინც კანის ელასტიურობის დაკარგვას, ნაწიბურებისა მკურნალობასა თუ ნაოჭებს უჩივის, ქიმიური პილინგი ზოგჯერ სწორედ მათთვისაა. ქიმიური პილინგის მიზანია გააახალგაზრდაოს კანი მის ზედაპირულ, საშუალო და ღრმა ფენებზე ქიმიური ნივთიერების/ორგანული მჟავების ზემოქმედების შედეგად.