ფრჩხილის მოვლა
ტექნიკა
თქვენი ფრჩხილების სიჯანსაღის და სილამაზის უზრუნველსაყოფად, გამაჯანსაღებელი სახლი ჰედონე ფრჩხილების მოვლის ჰოლისტიკურ მიდგომას გთავაზობთ. ჩვენი სპეციალისტები იყენებენ როგორც მშრალ, ასევე სველი ტექნიკას.
მხატვრული დიზაინი
ნაზი ყვავილების პალიტრიდან დაწყებული რთულ გეომეტრიულ ფიგურებამდე, ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ გააცოცხლონ ნებისმიერი სახის დიზაინი და უზრუნველყონ, რომ თქვენი ფრჩხილებიც ისეთივე უნიკალური იყოს როგორც თავად თქვენ ხართ.
უსაფრთხოების ზომები
თქვენი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჰიგიენის პროტოკოლს თქვენი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ჩვენს ინსტრუმენტებსა და დანადგარებს ყოველი გამოყენების შემდეგ უტარდება დეზინფექცია.
კლასიკური მანიკური
იმისთვის, რომ ფრჩხილები ჯანსაღი და მოწესრიგებული იყოს, მნიშვნელოვანია ვიზიტი ჰედონეს მანიკურის კაბინეტში, სადაც უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით შეძლებთ დატკბეთ შედეგით.
ფრენჩი
კლასიკა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს – ღია ვარდისფერი მანიკური თეთრი წვერით. გვეწვიეთ ჰედონეში, სადაც თქვენთვის სასურველ ჩანაფიქრს ჩვენი სპეციალისტი რეალობად აქცევს.