ხშირად დასმული კითხვები
ჰედონეს გუნდი მოხარულია სტუმრებს მრავალფეროვანი სერვისებით უმასპინძლოს. ჩვენი სპა მოიცავს 40-ზე მეტი სახეობის მასაჟს, კოსმეტოლოგიურ და ინექციურ მომსახურებას, ლაზერულ ეპილაციას, თმისა და ფრჩხილების მოვლას, ბავშვებისა და მოზარდების რეაბილიტაციას. ჰედონე ერთ სივრცეში აერთიანებს ყვველა სალონურ მომსახურებას.
გარდა ამისა, გვაქვს ინდივიდუალური ბარი და ზღაპრული ბაღი, რომელიც გაჯანსაღების თავგადასავალს უფრო ჰარმონიულს ხდის. ინდივიდუალური სერვისების გარდა, ჰედონე მომხმარებლებს განსაკუთრებული თარიღების, მათ შორის: ხელის თხოვნის, ნიშნობის, დაბადების დღისა თუ კორპორატიული წვეულებების აღნიშვნაშიც ეხმარება. ჩვენი ეზოს სივრცე 50-მდე სტუმარს მასპინძლობს.
ჩვენი მისამართია დიღომი 7, გრიგოლ ფერაძის 22ბ.
გამაჯანსაღებელი სახლი ჰედონეს კარი ღიაა ყოველდღე, 09:00 – 22:00 ჩათვლით.
ჩვენს გამაჯანსაღებელ სახლში პროცედურის დაჯავშნა მარტივია. შეგიძლიათ მოგვწეროთ სოციალურ ქსელებში: ინსტაგრამსა თუ ფეისბუქზე, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 511 24 50 50 და ჩვენი მეგობრული გუნდი დაგეხმარებით თქვენი ვიზიტისთვის ხელსაყრელი დროის უზრუნველსაყოფად.
გარკვეული პროცედურებისათვის, როგორიც არის: ლაზერული ეპილაცია, ინექციები ან კონკრეტული მასაჟები, აუცილებელია სპეციალისტმა გაიგოს ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თქვენზე მორგებული და უსაფრთხო მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად, ჩვენს მომხმარებლებს ვთხოვთ, შეავსონ ჯანმრთელობის შესახებ დეტალური კითხვარი, რომლებსაც სპეციალისტები თავად წარმოგიდგენენ. თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
რა თქმა უნდა! ჩვენ გვესმის უპირატესობების მნიშვნელობა. ჰედონე გაძლევთ შესაძლებლობას მოითხოვოთ კონკრეტული თერაპევტი თქვენი თერაპიისთვის. ჩვენ ვართ მოხარულნი, რომ სტუმრებს ვთავაზობთ როგორც მამაკაც, ასევე ქალ სპეციალისტებს. თითოეული მათგანი სპეციალიზებულია კონკრეტული დარგის მიმართულებით.
პროცედურების გაუქმება უფასოა დაგეგმილ ვიზიტამდე სულ მცირე ერთი დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში. ჩაწერიდან 24 საათის განმავლობაში გაუქმების შემთხვევაში, ჰედონე იტოვებს უფლებას, სტუმარს დაუწესოს ერთი ვიზიტის შესაბამისი საფასური. ჩვენ ვაფასებთ ორმხრივ თანამშრომლობას სტუმრებსა და პერსონალს შორის, რათა შევინარჩუნოთ მომსახურების შეუფერხებელ პროცესი.
ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ევროპულ მასალებს პრემიუმ გამოცდილების უზრუნველსაყოფად. კოსმეტოლოგიაში ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა ფრანგული “Guinot” და ესპანური “Casmara”. თმის მოვლისთვის ვიყენებთ ფრანგული ბრენდის “Eugene Parma”-ს პროდუქტებს. რაც შეეხება ინექციებს, ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო ბაზარზე აღიარებულ ბრენდებს, მათ შორის RRS, Viscoderm, Teosyal, Croma, Apriline, Restylane, Juvederm, Xeomin, Dysport და Neuronox.
პროდუქციის უმრავლესი ნაწილის შეძენა შესაძლებელია ადგილზე, ჰედონეში. სპეციალისტების მიერ ინდივიდუალურად შედგენილი გეგმის მიხედვით, საშუალება მოგეცემათ თქვენი სილამაზისა და კეთილდღეობის რუტინა სახლშიც გააგრძელოთ.
დიახ, ჰედონე უზრუნველყოფს პარკირების ადგილებს.