თანამედროვე ცხოვრების სტილი, არაჯანსაღი ჩვევები, ხანგრძლივი ჯდომა და მუდმივი სტრესი ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება და ხშირად იწვევს ტკივილს კისრის, ზურგისა და წელის არეში, სახსრების დაჭიმულობას ან ხერხემლის დეფორმაციას. ამ პრობლემების გადასაჭრელად ჰედონეს სამკურნალო პროგრამა უნიკალური მიდგომით ეხმარება პაციენტებს სხეულის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ტკივილის შემსუბუქებაში.

პროგრამა მოიცავს პროფესიონალი ექიმ-რეაბილიტოლოგებისა და ფიზიოთერაპევტების მიერ შედგენილ მკურნალობის გეგმას, რომელიც ინდივიდუალურადაა მორგებული თითოეულ პაციენტზე. მასში გაერთიანებულია სამედიცინო კონსულტაციები, სპეციალური ვარჯიშები, სამკურნალო მასაჟები და საჭიროების შემთხვევაში, ელექტრო-ფიზიო პროცედურები.

მასაჟი ჰედონეს პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც არა მხოლოდ ტკივილს ამცირებს, არამედ სხეულის საერთო მდგომარეობას აუმჯობესებს. არსებობს მასაჟის რამდენიმე ტიპი:

 

  • მანუალური მასაჟი

ეს მეთოდი ხერხემლისა და კუნთების აღდგენას ემსახურება. ის აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას, ხსნის ნერვულ დაჭიმულობას და ამაგრებს კუნთოვან კორსეტს, რაც ხერხემლის დეფორმაციის პრევენციას უზრუნველყოფს.

 

  • ლიმფოდრენაჟი

ლიმფოდრენაჟის მასაჟი მსუბუქი მოძრაობებით ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს. ის ეფექტურია შეშუპების, ლიმფედემის, სხეულის კორექციისა და ცელულიტის მკურნალობაში.

 

  • ჰიდრომასაჟი

ჰიდრომასაჟი ხორციელდება ჰიდრო აბაზანაში, სადაც წყლის ნაკადების მეშვეობით სხეულზე ზემოქმედება ხდება. პროცედურა ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, ნერვული სისტემის დამშვიდებას, სისხლის მიმოქცევისა და ლიმფის ნაკადის გაუმჯობესებას, ტოქსინების გამოდევნას, მეტაბოლიზმის სტიმულირებას და კანის ელასტიკურობისა და სტრუქტურის გაუმჯობესებას. ჰიდრომასაჟი ასევე ეფექტურია სხეულის ფორმების კორექციისა და კუნთოვანი დაძაბულობის მოსახსნელად.

 

  • კლასიკური მასაჟი

კლასიკური მასაჟი განკუთვნილია ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებისა და დაავადებების პრევენციისთვის. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხსნის სხეულის დაძაბულობას.

 

  • ღრმაქსოვილოვანი მასაჟი

ეს ტექნიკა კუნთებისა და ღრმა ქსოვილების ინტენსიური დამუშავებით ხორციელდება. რეკომენდებულია კუნთოვანი ტკივილის, დაძაბულობისა და ძვალსახსროვანი დაავადებების დროს.

 

  • სპორტული მასაჟი

სპორტული მასაჟი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ორგანიზმის სწრაფი აღდგენისთვისაა განკუთვნილი. ის ამცირებს გადაჭარბებულ დაღლილობას და ეხმარება მცირე ტრავმების მკურნალობაში.

 

ჰედონეს სამკურნალო პროგრამის გავლა პაციენტებს არა მხოლოდ ტკივილის შემცირებას, არამედ ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს. რეგულარული თერაპიები აუმჯობესებს სხეულის ფუნქციურობას, ზრდის ენერგიას და უზრუნველყოფს სრულფასოვან, ტკივილისგან თავისუფალ ცხოვრებას.