გაუხეშებული სახის კანი, გამომშრალი ხელები, ქავილი, დამარბილებელი საცხი ჩანთაში, მანქანაში, ყველგან – ეს ჩამონათვალი წელიწადის დამაგვირგვინებელ სეზონთან ასოცირდება. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, კანის დამცავი შრე – ეპიდერმისი დამცველობითი ბარიერის ფუნქციას კარგავს. ამ დროს იკარგება ტონუსი და შედარებით იოლად ჩნდება ნაოჭები. ზამთრის სუსხიანი დღეები, სიცივეები და ტენიანობის ცვალებადობა სახის კანისთვის ერთ-ერთი მატრავმირებელი გარემოებაა. იცვლება კანის ტიპი და კანი ხდება გაცილებით მშრალი, ვიდრე ზაფხულში.
ზაფხულის მზიანი დღეებისთვის კანის მოსამზადებლად, გადავწყვიტეთ, რჩევებისთვის გამაჯანსაღებელი სახლი „ჰედონეს“ ექიმი – კოსმეტოლოგისთვისა და მასაჟის სპეციალისტებისთვის მიგვემართა.
„სახის კანის მოვლა ცხოვრების რითმის ნაწილია. მასზე ზრუნვის პირველი ნაბიჯი იმის გარკვევაა, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს – მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული. ზაფხულის სიცხე ააქტიურებს ცხიმოვან ჯირკვლებსა და პიგმენტურ ლაქებს, ულტრაიისფერი სხივები კი, დამწვრობასა და გააქტიურებულ აკნეზე ძალიან უარყოფითად აისახება. შესაბამისად, აუცილებელია სახის კანის მოვლის საშუალებები განახლდეს შესაბამისი სეზონის ცვალებადობის გათვალისწინებით.“ – ექიმი – კოსმეტოლოგი, ირმა ხვიჩია.
როგორც „ჰედონეს“ ექიმი-კოსმეტოლოგი ამბობს, მზისგან დამცავი საცხი მზიანი დღეების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, მოზარდებისთვის თანაბარი რუჯის მიღება და ხორბლისფერი კანი ზაფხულის რიტუალია. ამიტომ, ჩვენს გადავწყვიტეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის რუჯისთვის კანის მოსამზადებელი პროგრამები შემოგვეთავაზებინა.
დავიწყოთ ყველაზე მოსაფრთხილებელი ზონით: სახე. გასათვალისწინებელია ფაქტორი, რომ თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური კომპლექტი სჭირდება სახის კანის თავისებურებიდან გამომდინარე. ეს პროგრამა შეიძლება იყოს გადამშრალი, მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანისთვის.
დღეს, თქვენი ყურადღება ფრანგულ ბრენდ GUINOT – ს პროცედურა Lift Summum – ზე გვინდა შევაჩეროთ. აღნიშნული, ხელს უწყობს კანის დატენიანებას, გამოცოცხლებასა და ერთგვაროვანი ფერის შენარჩუნებას.
პირველ ეტაპზე, სახის კანის ზედაპირული წმენდა ხდება, რაც კანის სტრუქტურის გაძლიერებას უწყობს ხელს. პროცედურა დაბალპროცენტიანი მჟავით კეთდება. ამას სახის მასაჟი ემატება, ეს ტექნიკა ბრწყინვალე საშუალებაა სისხლის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად. დამასაჟებული ზონა მზადაა, ეტაპობრივად აღადგინოს კანის დაზიანებული ქსოვილი, რაც გამომუშავებული კოლაგენის ხარჯზე ხდება. დამაგვირგვინებელი ნაწილი სახის დამამშვიდებელი, ლიფტინგ ნიღაბია, ჰიალურონის მჟავის შემცველობით.
მეორე პროგრამა, რომელიც, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ – არავის დატოვებს იმედგაცრუებულს, ესპანური “Casmaraს“ ოქროს ბრწყინვალებაა. ჩვენი ოქროსფერი საოცრება – 24 კარატიანი ოქროს ფხვნილისგან, მინერალებისა და წყალმცენარეების ექსტრაქტებისგანაა დამზადებული. პროცესში კანი მკვრივდება, ძლიერდება და ცოცხლდება მისი სტრუქტურა. ამ პროცესში, ჩვენი საყვარელი ნაწილი ის არის, რომ ოქროს ნიღაბს გამაგრილებელი ეფექტი აქვს, რაც კანს ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს. პროცესის საბოლოო ნაწილი ლიფტინგ-ვაკუუმ მასაჟი გახლავთ. მანუალური პროცედურის შემდეგ, ჯერი ტონიკისა და საცხის წასმაზე დგება. პროცედურის განსხვავებულობა იმაში მდგომარეობა, რომ ორივე დამხმარე პრეპარატი სახის კანის ღრმა შრეში სპეციალური აპარატით შეგვყავს.
ახლა კი, ბლოგის არანაკლებ საინტერესო ნაწილზე – სხეულის ერთგვაროვან ფერზე მომყვან პროცედურებზე ვისაუბროთ. ჰედონეს მზრუნველმა სპეციალისტებმა, დიდხნიანი ფიქრისა და განხილვის შემდეგ, ზღაპრული – „სხეულის მკვებავი თერაპია“ შექმნეს. პროცედურის შედეგად, სხეული ხდება გაცილებით ელასტიური და დატენიანებული, რის ხარჯზეც – მას ერთგვაროვანი რუჯის მისაღებად ვამზადებთ. მშვიდი მუსიკის ფონზე, სიმწვანით გარშემორტყმულ გარემოში, მოდუნებას სარელაქსაციო მასაჟით ვიწყებთ. მშვიდდება სხეული, იხსნება დაღლილობა, თავისუფლდებით სტრესისგან.
ყოველი შემდეგი ნაბიჯი – წინაზე სასიამოვნოა. პილინგ მასაჟზე უნდა გესაუბროთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნაცადი, ეფექტიანი და უზომოდ სასარგებლო პროცედურის დროა. სხეულის სკრაბები, როგორც წესი, მზადდება ბუნებრივი, ანტი-ალერგიული ინგრედიენტებისგან. არჩევანი მრავალფეროვანია: ჩაი, ციტრუსი, ყავა, ყურძნის წიპწა..
პილინგის შემდგომ, კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად ოკეანის ალგინატური ნიღაბს ვიყენებთ. წარმოიდგინეთ: ინტენსიური, დამატენიანებელი ეფექტი, ამინომჟავებითა და ვიტამინებით გამდიდრებული კანი, სხეული აქერცვლისა და სიმშრალის გარეშე, წყლის შენარჩუნებული ბალანსი. იდეალური კომბინაციაა, არა? სხეულის სკრაბირებისას, მკვდარი უჯრედების აქერცვლა და მოშორება ხდება, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევაც. დამატებითი თერაპიული ბენეფიტისთვის კი, ბუნებრივ ინგრედიენტებს სამკურნალო ეთერზეთებთან ვაზავებთ.
თავგადასავლის მიწურულს, დარიჩინით, მწვანე თიხით, ტალახის მინარელური ან ჩვენ მიერ განხილული ალგინატური ნიღბით შეფუთვას ვიწყებთ. თერმული საბანი უზრუნველყოფს სხეულის გახურებას, რის შედეგადაც, ორგანიზმიდან ტოქსინები და სხვა მავნე ნივთერებები გამოიყოფა. პროცედურის მიზანია მოშვებული კანისა და სხეულის დაკარგული ელასტიურობის აღდგენა, ასევე – დარღვეული მეტაბოლიზმის დარეგულირება. შედეგად, მკვრივდება კანი, უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია და ხდება კანის დეტოქსი.
შედეგი? არნახულად ეფექტიანი. ამ ზღაპრის ბედნიერი დასასრულიც ხომ ეს არის? სახე ბზინავს, სხეული ერთგვაროვან ფერშია მოყვანილი, უცხო თვალისთვის კანის სტრუქტურა და მისი ბწყინვალება შესამჩნევი ხდება. ახლა კი, ნამდვილად მზად ხართ მცხუნვარე მზის ქვეშ ქვიშისფერი შეფერილობის მისაღებად.
იგრძენი თავი ჯანსაღად, ჩვენთან ერთად.
მრავალ მზიან ზაფხულს!
