რა არის ცელულიტი?
უსწორმასწორო კანი, ბორცვები თუ ჩაღრმავებები – ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევის გამო ქალბატონების ორგანიზმში, კანქვეშა ცხიმოვან შრეში ტოქსინებისა და ცხიმის გროვები ჩნდება. ის შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მისი გამომწვევი მიზეზი კი, რამდენიმენაირია. მათ შორის:
- არასწორი კვება;
- ჰორმონალური ცვლილებები / დისბალანსი;
- უმოძრაოდ ყოფნა.
კვლევებზე დაყრდნობით, ცელულიტი მსოფლიო ქალების მინიმუმ 85% – ს აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მისი „გამოჩენა“ სხეულზე დაკავშირებული არ არის რომელიმე კონკრეტულ დაავადებასთან, ეს ფიზიოლოგიური პროცესია, რაც კანქვეშ განლაგებულ ცხიმოვან ფენაში მიმდინარეობს. ამ დროს ორგანიზმში მიკროსტრუქტურული ცვლილებები ხდება, რის შედეგადაც – ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე საჭიროება მოითხოვს. საბოლოოდ კი, პრობლემური ადგილების კანის ქვეშ უსწორმასწორო ჩაღრმავებები ჩნდება.
ცოტა რამ ცელულიტის განვითარების ეტაპების შესახებ:
ცელულიტის განვითარების რამდენიმე სტადია გამოიყოფა, მათ შორისაა ცხიმოვანი ქსოვილის გამაგრება და მიკროკვანძების გაჩენა, რაც პრობლემურ ზონებში სითხის შეგუბებითაა გამოწვეული. უფრო ზუსტად კი, პირველ ეტაპზე, უჯრედთაშორისი სითხის დინების შეფერხება ხდება. მომდევნო ეტაპზე, ადიპოციტების შემომსაზღვრელი რეტიკულური შემაერთებელი ბოჭკოები მკვრივდება და მაგრდება, რის გამოც კაპილარულ დონეზე სისხლისა და ლიმფის ცირკულაცია რთულდება. ამ სტადიაში კანი ელასტიურობას კარგავს. მასზე შეხება კი, მტკივნეული და უსიამოვნო ხდება. მესამე ეტაპზე, ვითარდება ლიპოსკლეროზი. ყალიბდება მიკროკვანძები, კანის ზედაპირი მკვეთრად ემსგავსება ფორთოხლის ქერქს. ამ სტადიას ხშირად მყარ ცელულიტსაც უწოდებენ.
ანტიცელულიტური მასაჟის შედეგები
ბუნებრივია, მოლოდინი იმისა, რომ ცელულიტის გაქრობა 1 ან 2 მასაჟის შედეგად შესაძლებელია – ფანტასტიკის ჟანრია. ეს არის განვითარებადი, მოძრავი პროცესი. ანტიცელულიტური მასაჟი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს კანქვეშა ქსოვილებში, რასაც, ცხადია – დრო სჭირდება.
გამაჯანსაღებელი სახლი „ჰედონეს“ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პაკეტს ქმნიან, რომელიც მინიმუმ 10-12 პროცედურას აერთიანებს. ჩვენი მიზანია, სტუმრებს არამხოლოდ ცელულიტის გაქრობაში დავეხმაროთ, არამედ, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა დავურეგულიროთ. სისხლისა და ლიმფის ფენების სტიმულირების შედეგად, ანტიცელულიტური მასაჟის კურსის გავლის პროცესში აუცილებლად იგრძნობთ, თუ როგორ იცვლება თქვენი კანი. სხეული ხდება ელასტიური, მკვრივი და არის ნაკლებად მოშვებული.
სპეციალისტების პროფესიონალიზმის მეშვეობით, ანტიცელულიტური მასაჟის შედეგად, აგრეთვე, კოლაგენის გამომუშავების აღდგენა და ცხიმოვანი გროვების დაწვა ხდება. პარალელურად კი, ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზდება.
რა გზებით შეგვიძლია ცელულიტთან ბრძოლა?
ცელულიტის თავიდან აცილების ან მისი განვითარების შენელების გზებზეც მოგიყვებით.
- პირველი და ალბათ, სრულიად ბუნებრივი – ჯანსაღი კვება, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი პროდუქტის მირთმევა გახლავთ;
- მეტი წყალი! ჩვენი დევიზია – „Stay Hydrated!“;
- ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებით, წელიწადში რამდენიმე ანტიცელულიტური მასაჟის კურსი;
- სპორტი! რეგულარული ვარჯიში ტონუსის შესანარჩუნებლად და ძვლების სიმტკიცის შესანარჩუნებლად.
და როგორც ამბობენ – ბოლოსიტყვაობა.
სხეულის ყველა ფორმა ლამაზია. ლამაზი და განსაკუთრებული. ლამაზი და მნიშვნელოვანი. ლამაზი და ღირებული. ლამაზი და საკმარისი.
ქალები ერთმანეთისთვის = ძლიერ ქალებს!
