დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში, მოზარდების ჯანმრთელობა სერიოზული გამოწვევის წინაშეა. არასწორი სხეულის პოზიცია, ხანგრძლივი ჯდომა, მინიმალური ფიზიკური აქტივობა და სპორტული ტრავმები ხშირად იწვევს ხერხემლისა და კუნთოვანი სისტემის პრობლემებს. სწორედ ამ გამოწვევების გადასაჭრელად გამაჯანსაღებელი სახლი “ჰედონე” გთავაზობთ სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილ სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამას.
მოზარდობის პერიოდში სხეულის სწორად ჩამოყალიბება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს პერიოდი ორგანიზმის განვითარების აქტიური ეტაპია და ამ დროს იზრდება შესაძლებლობა, რომ არსებული კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემები მომავალში უფრო სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს. “ჰედონეს” პროგრამა სწორედ ამ პრობლემების პრევენციასა და მკურნალობას ემსახურება. თუ თქვენს შვილს აღენიშნება ზურგისა და წელის ტკივილები, ტანადობის დარღვევა, ხერხემლის გამრუდება, ბრტყელტერფიანობა, კუნთოვანი დაჭიმულობის სინდრომი, არასწორი ჯდომისგან გამოწვეული პრობლემები ან სპორტული ტრავმები, “ჰედონეს” პროგრამა მისთვის საუკეთესო გამოსავალია.
პროგრამა სამეცნიერო კვლევებზეა დაფუძნებული და თითოეული მოზარდის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. იგი მოიცავს კონსულტაციას სპეციალისტთან, მდგომარეობის შეფასებას და მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრას. ასევე, პროგრამაში შედის სამედიცინო მასაჟი, რომელიც ამცირებს კუნთოვან დაჭიმულობას და ტკივილს, სპეციალური მეთოდებით – წერტილოვანი, ხაზოვანი და ღრმაქსოვილოვანი პოსტიზომეტრული რელაქსაციით. კინეზოთერაპიის ფარგლებში მოზარდები ასრულებენ სპეციალურ ვარჯიშებს, რომლებიც აძლიერებს ძვალ-სახსროვან და კუნთოვან სისტემას. გარდა ამისა, პროგრამაში შედის ელექტრო-ფიზიოთერაპია, რომელიც ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას და ტკივილის შემცირებას.
პროგრამას ხელმძღვანელობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მათ შორის ექიმ-რეაბილიტოლოგები, მანუალური თერაპიის (ხიროპრაქტიკის) სპეციალისტები და ფიზიოთერაპევტები. “ჰედონეს” პროფესიონალთა გუნდი მზადაა, დაეხმაროს მოზარდებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
