მიმიკური ნაოჭები კანის ასაკობრივი ცვლილებების ერთ-ერთი პირველი ნიშანია. ისინი ყველაზე ხშირად ჩნდება თვალის, წარბების ან შუბლის გარშემო, ვინაიდან სწორედ ამ ზონებში სახის გამომხატველობითობა ყველაზე აქტიურია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია, თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა გვეხმარება, დავუბრუნოთ კანს სიმსუბუქე და ახალგაზრდული იერი — მარტივად, უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ.

ბოტულინოთერაპია დღეს მიმიკური ნაოჭების გასწორების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და პოპულარულ მეთოდად ითვლება. მისი მექანიზმი ეფუძნება კუნთის დროებით მოდუნებას იმ ადგილებში, სადაც ნაოჭები ყველაზე თვალშისაცემია. შედეგად კანი სწორდება, გამოხედვა კი ხდება უფრო ნათელი და მსუბუქი, სახე კი ინარჩუნებს ბუნებრივ და არა „გაყინულ“ ან ხელოვნურ იერს. ჰედონეს გამაჯანსაღებელ სახლში პროცედურა ტარდება მხოლოდ პროფესიონალი ექიმი-კოსმეტოლოგების მიერ, რაც უზრუნველყოფს შედეგის სიზუსტეს და სრულ უსაფრთხოებას. კონსულტაციისას სპეციალისტი აფასებს პაციენტის ასაკს, მიმიკური ნაოჭების ინტენსივობას და ინდივიდუალურად განსაზღვრავს პრეპარატის საჭირო რაოდენობას.

ბოტულინოთერაპიის ეფექტი ნარჩუნდება დაახლოებით 4-დან 8 თვემდე და დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებებსა და ცხოვრების წესზე. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია წელიწადში 1-3-ჯერ. სწორად ჩატარებული ინექცია არ იწვევს გართულებებს და არ აქვს სერიოზული უკუჩვენებები, ამიტომ მისი ჩატარება შეიძლება 20 წლის ასაკიდანაც კი.

ბოტულინოთერაპიის შემდეგ აუცილებელია მარტივი წესების დაცვა, რათა შედეგი მაქსიმალურად ხარისხიანი და გრძელვადიანი იყოს. ორი საათის განმავლობაში არ შეიძლება თავის დახრა ან დაწოლა, 12 საათის განმავლობაში კი ფიზიკური აქტივობა. გარდა ამისა, 72 საათის განმავლობაში არ უნდა მივიღოთ ალკოჰოლი ან ანტიბიოტიკები, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის მოქმედებაზე.