შვებულება, ზღვა, მზე და მეტი თავისუფლება – ზაფხული ყველასთვის ასოცირდება ცხოვრების ახალ, მზიან და სასიამოვნო ეტაპთან. თუმცა, სრულყოფილი დასვენებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სხეული და კანი მზად იყოს ამ სეზონისთვის – როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანად. ჰედონეში გვჯერა, რომ სრულყოფილი განტვირთვა საკუთარი თავის მოვლით იწყება. ჩვენი გუნდი გთავაზობთ სხეულის მოვლის რუტინას, რომელიც დაგეხმარებათ შვებულებას შეხვდეთ მსუბუქად და თავდაჯერებულად.

რბილი, დაცული და დატენიანებული კანი

ზაფხულის მზე და მარილიანი წყალი კანს საკმაოდ ღლის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ.

კანის მომზადება იწყება ექსფოლიაციით. რეგულარული ექსფოლიაცია კანს აშორებს მკვდარ უჯრედებს, ამზადებს თანაბარი რუჯის მისაღებად და აუმჯობესებს მის ტექსტურას. ჰედონეს სხეულის პილინგი იდეალურია ამისთვის.

სახის კანის სიჯანსაღისთვის კი უმნიშვნელოვანესია ღრმა დატენიანება. ჰედონეს HydraFacial კი შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ აღადგინოს მისი ელასტიურობა და ბზინვარება

ბზინვარე თმა

მზე, ქარი და ზღვის წყალი უარყოფითად მოქმედებს თმის სტრუქტურაზე, რის შედეგადაც თმის ბოლქვი ხდება მშრალი და გაუხეშებული.

როგორ ავიცილოთ ეს ყველაფერი თავიდან?

შვებულებამდე თმას ჩაუტარეთ ერთჯერადი, ინტენსიური პროცედურა. ჩვენი თმის ბოტოქსი ან თმის ღრმა კვების პროცედურები იდეალურია დაზიანებული თმის აღსადგენად და მისი ბზინვარების დასაბრუნებლად. სუფთა და დატენიანებული სკალპი ჯანსაღი, სიცოცხლით სავსე თმის გარანტია. ჩვენი პროფესიონალური თმის მოვლის პროცედურები მოიცავს ელემენტებს, რომლებიც თავის კანის ჯანმრთელობასაც უზრუნველყოფს.

მსუბუქი და ენერგიული სხეული

შვებულებაში კარგად ყოფნა ნიშნავს, რომ საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად გრძნობდე.

შეშუპებისა და სიმძიმის შეგრძნების მოსახსნელად, ჩვენ გთავაზობთ ლიმფოდრენაჟის მასაჟს და წყალქვეშა ვაკუუმ თერაპიას. ეს პროცედურები ეფექტურად ამცირებს სითხის შეკავებას, რაც გაგრძნობინებთ სიმსუბუქესა და ენერგიას.

სხეულის ფორმების დასახვეწად და კანის ტონუსის გასაუმჯობესებლად, ჰედონეში ხელმისაწვდომია ანტიცელულიტური მასაჟები და სხეულის გამამკვრივებელი პროცედურები, რომლებიც შექმნილია კანის ელასტიკურობის გაზრდისა და სილუეტის დახვეწისთვის. ეს დაგეხმარებათ სრულყოფილად მოემზადოთ ზაფხულის სეზონისთვის და იგრძნოთ თავი განსაკუთრებულად.