BLOG

როგორ მოვამზადოთ გამოზამთრებული კანი საზაფხულოდ?

როგორ მოვამზადოთ გამოზამთრებული კანი საზაფხულოდ?

გაუხეშებული სახის კანი, გამომშრალი ხელები, ქავილი, დამარბილებელი საცხი ჩანთაში, მანქანაში, ყველგან – ეს ჩამონათვალი წელიწადის დამაგვირგვინებელ სეზონთან ასოცირდება. ტემპერატურის დაცემასთან ერთად, კანის დამცავი შრე – ეპიდერმისი დამცველობითი ბარიერის ფუნქციას კარგავს. ამ დროს იკარგება ტონუსი და შედარებით იოლად ჩნდება ნაოჭები. ზამთრის სუსხიანი დღეები, სიცივეები და ტენიანობის ცვალებადობა სახის კანისთვის ერთ-ერთი მატრავმირებელი გარემოებაა. იცვლება კანის ტიპი და...

„სეზონი მოდის“ –  ანუ რა უნდა ვიცოდეთ ანტიცელულიტურ მასაჟზე?

„სეზონი მოდის“ –  ანუ რა უნდა ვიცოდეთ ანტიცელულიტურ მასაჟზე?

რა არის ცელულიტი? უსწორმასწორო კანი, ბორცვები თუ ჩაღრმავებები – ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევის გამო ქალბატონების ორგანიზმში, კანქვეშა ცხიმოვან შრეში ტოქსინებისა და ცხიმის გროვები ჩნდება. ის შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მისი გამომწვევი მიზეზი კი, რამდენიმენაირია. მათ შორის: არასწორი კვება; ჰორმონალური ცვლილებები / დისბალანსი; უმოძრაოდ ყოფნა. კვლევებზე დაყრდნობით, ცელულიტი მსოფლიო ქალების მინიმუმ 85% – ს აქვს. მნიშვნელოვანია,...

პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია

პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია

პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია. პირველი წიგნი, ზეიმი, კოცნა, გააზრება, ამერიკული მთებისგან გამოწვეული ადრენალინი თუ ხტომა ვერტმფრენიდან. თითქოს, რაღაცის პირველად შეგრძნება მეტ ვალიდურობას სძენს ჩვენს რეაქციას, ემოციასა და საბოლოოდ – მოგონებას. ჰო და, გამარჯობა, მკითხველო. მე ჰედონე ვარ და ეს ჩემი პირველი ბლოგია. ჩემზე ამბობენ, რომ სიამოვნების, ტკბობისა და აღტაცების ქალღმერთი ვარ. არც კი მჯერა, ამას რომ...